|
2017-03-08 16:33:49, 1577 ნახვა
საზოგადოება
ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება მოგვიანებით გამოცხადდება
სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მოგვიანებით გამოცხადდება, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. "სტრასბურგის სასამართლოში ი. მერაბიშვილის საქმის ხელახალი განხილვა დღეს დაიწყო. ეს საქმე დიდ პალატას განსახილველად მთავრობის მიერ პალატის გადაწყვეტილების გასაჩივრების შედეგად გადაეცა. ამიტომაც ის განიხილება მხარეების უშუალო მონაწილეობით ზეპირი სხდომის ფარგლებში, რომელიც თბისლისის დროით 12 საათზე დაიწყო. ამ დროისათვის დასრულებულია მხარეების გამოსვლა დიდი პალატის 17 მოსამართლის წინაშე (30-30 წუთი) და ასევე მხარეების დამაზუსტებელი გამოსვლა (10-10 წუთი). სხდომა დაიხურა. გადაწყვეტილება მოგვიანებით გამოცხადდება", - ნათქვამია უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქართველოს მთავრობის სარჩელს განიხილავს. იუსტიციის სამინისტრომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს 7 მოსამართლისგან შემდგარი პალატის 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება გაასაჩივრა. მაშინ მერაბიშვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - ევროპული კონვენციის ორი მუხლის დარღვევა დადგინდა. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ მერაბიშვილის პატიმრობა კანონიერი იყო, მაგრამ კითხვის ნიშანი მისი საკნიდან სავარაუდო გაყვანის (2013 წლის 14 დეკემბერი) საქმეზე გაჩნდა.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)