15:26 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-07 18:30:31, 1486 ნახვა

საზოგადოება
მზიურის კაფემ „საკვირაო სკოლის" შემაჯამებელ შეხვედრას უმასპინძლა

პროექტ „საკვირაოს" ფარგლებში, „მზიურის კაფემ" პატარებისთვის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
 
შეხვედრის პირველი ნაწილი რაგბსა და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესს დაეთმო, მეორე ნაწილში კი პატარები ფიროსმანის შემოქმედებას გაეცნენ და ამ მიმართულებით სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთნენ.
 
ამით პროექტ „საკვირაოს" ზამთრის სეზონი დასრულდა, რომელსაც „მზიურის კაფე" პროექტის #წერექართულად მხარდაჭერით, 10 კვირის განმავლობაში მასპინძლობდა.
 
პროექტი სპეციალურად ბავშვებისთვის შეიქმნა და მას საგანმანათლებლო დატვირთვა ჰქონდა. კერძოდ, ყოველ კვირა დღეს, პატარებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მწერლებთან ერთად წაეკითხათ ზღაპრები, ჩართულიყვნენ  დისკუსიებში და მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ პასუხები. 
 
პატარებს პროექტის მონაწილე მწერლები: მარიამ წიკალური, პაატა პაპავა, ვასო გულეური და ლელა ცუცქერიძე მასპინძლობდნენ.
 
„საკვი-რაო" პირველი პროექტი არ არის, რომელსაც განახლებული „მზიურის პარკი" თიბისი ბანკთან ერთად ახორციელებს. „ახალი მზიურის" პროექტის ფარგლებში სოციალური კაფისა და ამფითეატრის მშენებლობაც თიბისი ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა.

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
კობახიძე: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ტრაგიკული მოვლენაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics