14:58 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-06 15:53:49, 2134 ნახვა

კომენტარი
ჯეჯელავა პრემიერის ინიციატივაზე: მედიაომბუდსმენი უნდა იყოს ევროპელი და უდაო ავტორიტეტი მედიის საკითხებში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, პრემიერის ინიციატივის შესაბამისად, მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის გაჩენის შემხვევაში, ის უნდა იყოს ევროპელი და მედიის დაცვის საკითხებში ავტორიტეტი. 

როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, პრემიერ მიერ შემოთავაზებული პლატფორმა უნდა იყოს იმისთვის, რომ საზოგადოებამ ალტერნატიული აზრი გაიგოს. 

"დღეს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში მედიათავისუფლებას რაიმე საფრთხე ემუქრება, ჩვენი აზრით არ შეესაბამება სიმართლეს და არის დაფუძნებული არასრულ ანალიზზე. თუ საერთაშორისო საზოგადოება, ევროპელი ექსპერტები ჩაერთვებიან და ადგილზე გააანალიზებენ მედიაში არსებულ მდგომარეობას ყველა წუხილი, მათ შორის ის წუხილი, რომელზე დაფუძნებითაც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო შემაჩერებელი გადაწყვეტილება, ყველა საკითხს პასუხი გაეცემა. ჩვენს ევროპელ მეგობრებს აღარ ექნებათ ასეთი წუხილი. სახალხო დამცველი კი ჰქვია, მაგრამ კი არ უნდა დაიცვას, არამედ პლატფორმა უნდა იყოს იმისთვის, რომ ალტერნატიული აზრი იქნას გაგონილი საზოგადოების მიერ. შესაბამისად, უნდა დაიცვას შესაძლო საფრთხეებისგან. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს საფრთხეები არ არსებობს, თუმცა უნდა დარწმუნდნენ ჩვენი ევროპელი მეგობრები. დაახლოებით ვიცით კრიტერიუმები. ის უნდა იყოს ევროპელი და უნდა იყოს უდაო ავტორიტეტი მედიის უფლებების დაცვაში",- აღნიშნა ჯეჯელავამ.  

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის ჩამოყალიბების ინიციატივით გამოდის. პრემიერი სათანამშრომლოდ საერთაშორისო დონის მედიაექსპერტებს და სპეციალისტებს იწვევს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics