11:33 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-03 23:28:45, 1918 ნახვა

პოლიტიკა
აბაშიშვილი: ევროსასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ აჩვენა ის, თუ რას ნიშნავს რეალურად ევროპისთვის საქართველო

ევროსასამართლოს დღევანდელმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ აჩვენა ის, თუ რას ნიშნავს რეალურად ევროპისთვის საქართველო, - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი ევროსასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას.

მისი განცხადებით, ახლა მნიშვნელოვანია, საქართველომ დაიჯეროს, რამდენად მნიშვნელოვანი პარტნიორია ის ევროპისთვის.

"გადაწყვეტილება ნამდვილად უპრეცედენტოა. ევროსასამართლოს დღევანდელმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ აჩვენა ის, თუ რას ნიშნავს რეალურად ევროპისთვის საქართველო. რამდენად უფრთხილდება ევროპა საქართველოში დემოკრატიას, რამდენად უფრთხილდება ევროპა საქართველოს სახელმწიფოებრიობას და რამდენად უფრთხილდება ევროპა ქართველი ხალხის არჩევანს, ვიყოთ ერთად ევროპაში, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია, საქართველომ დაიჯეროს, რამდენად მნიშვნელოვანი პარტნიორია ის ევროპისთვის. დღეს ევროპამ საქართველო კიდევ ერთხელ აღიარა უმნიშვნელოვანეს პარტნიორად ისევ რუსთავი2-ის დამსახურებით", - განაცხადა აბაშიშვილმა.

შეგახენებთ, ევროსასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics