14:59 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-03 16:42:51, 2526 ნახვა

კომენტარი
ამერიკელი ანალიტიკოსი: „რ2“-ის მითვისების მცდელობის ფონზე, საქართველო უფრო მეტად რუსეთს ემსგავსება

ამერიკელი ანალიტიკოსის პოლ კრიგოს განცხადებით, "რუსთავი 2"-ის მითვისების მცდელობის ფონზე, საქართველო უფრო მეტად რუსეთს ემსგავსება. 

როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, "რუსთავი 2" არის არხი, საიდანაც ყოველთვის მეტი ოპოზიციური ხმა ჟღერს, ვიდრე სხვა არხებიდან. 

"მოვლენების ძალიან სამწუხარო განვითარებაა ის, რაც ტელე მედიაში ბოლო 1 წლის განმავლობაში ხდება. ზოგიერთი არხი დაიხურა, ნაწილი შეიზღუდა ან მთავრობის კონტროლს დაექვემდებარა. ეს არის სერიოზული ოპოზიციური ხმის მითვისება. რუსთავი 2 ამბობდა იმას, რაც მათ არ მოსწონდათ, უფრო კონკრეტულად კი, ივანიშვილს. ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველო გახდება რუსეთი, თუმცა, ის უფრო მეტად ემსგავსება რუსეთს. არ გვინდა, რომ რუსთავი 2 იყოს RussiaToday. ჩემი აზრით, ევროკავშირმა შესაძლოა გაყინოს უვიზო მიმოსვლა", - განაცხადა პოლ კრიგომ. 

შეგახსენებთ, "რუსთავი 2"-ის საქმეზე უზენაესმა გადაწყვეტილება გამოიტანა. გადაწყვეტილების თანახმად, ტელეკომპანიის 60%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილ იქნა ქიბარ ხალვაში, ხოლო 40%-ის შპს „პანორამა“.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics