|
2015-04-02 15:49:23, 1607 ნახვა
სამხედრო
თბილისი სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს მასპინძლობს
სასტუმრო „თბილისი მერიოტი“ სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს მასპინძლობს. საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა რიგით მეორე შეხვედრა რეგიონული უსაფრთხოების საკითხების მიმოხილვით დაიწყეს. აღინიშნა, რომ სამმხრივი თანამშრომლობა რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებისაკენ იქნება მიმართული. მინისტერიალის ფარგლებში, მინდია ჯანელიძემ, იშმეთ ილმაზმა და გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ ჰასანოვმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება განათლების სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხს დაეთმო. მინდია ჯანელიძემ კოლეგებს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ქართველი, თურქი და აზერბაიჯანელი სამხედროებით დაკომპლექტებული ზაფხულის სამთო მომზადების კურსის ჩატარებაც შესთავაზა. მეზობელი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა, შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიისთვის განცხადებები გააკეთეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კოლეგებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ეს ურთიერთობა მომავალში უფრო გაღრმავდება. მინდია ჯანელიძის განცხადებით, თანამშრომლობა რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცებას ისახავს მიზნად და არც ერთი მხარის წინააღმდეგ არ არის მიმართული. „ჩვენი მიმდინარე წლის თანამშრომლობის გრაფიკი ძალიან საინტერესო ღონისძიებებითაა დატვირთული. ეს შეეხება სამხედრო განათლების სფეროს, ერთობლივ წვრთნებს, ასევე თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ცალმხრივ მიმართულებებს, რომელიც ძალიან დინამიკურად ვითარდება. ცალსახად ვაცხადებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მიმართულია რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცებისკენ, ჩვენი თანამშრომლობა არავის, არც ერთი მხარის წინააღმდეგ მიმართული არ არის. ეს მიმართულია მხოლოდ რეგიონში სტაბილურობისკენ, მშვიდობისკენ და ჩვენი ქვეყნების შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარებისკენ. რეგიონში მშვიდობა, სტაბილურობა აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნები თანმიმდევრულად, დინამიკურად განვითარდნენ, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის დონემ სასურველ ზღვარს მიაღწიოს. მინდა კოლეგებს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობა გადავუხადო და იმედი გამოვთქვა, რომ ეს თანამშრომლობა მომავალში გაღრმავდება და კიდევ უფრო ნაყოფიერი გახდება“ - განაცხადა მინდია ჯანელიძემ. თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა იშმეთ ილმაზმა ყურადღება თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა: „საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ჩამოყალიბებული თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვნად წაადგება სამმხრივ ურთიერთობებს. შეხვედრაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებთან ერთად, განვიხილეთ სამივე ქვეყნის ინტერესებისათვის მნიშვნელოვანი საკითხები. ასევე, მოგვეცა კარგი საშუალება, რომ საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე გაგვეკეთებინა ჩვენი შეფასება. მშვიდობიანი მომავლისათვის საჭიროა, რომ სამივე ქვეყანამ ერთობლივი მუშაობითა და ძალისხმევით განვავითაროთ ეს თანამშრომლობა და სამმხრივი ურთიერთობები. სამივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრები შევთანხმდით, რომ სამმხრივი შეხვედრების ფორმატი კარგი მექანიზმია სამხრეთ კავკასიაში კეთილდღეობის, მშვიდობისა და სტაბილურობის განვითარებისათვის. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ გაგრძელდეს თავდაცვის სფეროში შეთანხმების მემორანდუმზე მუშაობა. ამ მემორანდუმის ხელმოწერით სამივე ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს თანამშრომლობის გზით. სამივე ქვეყანა მოწადინებულია, რომ რეგიონში იყოს კეთილდღეობა, მშვიდობა და სტაბილურობა, რაც მისაღწევი იქნება მჭიდრო თანამშრომლობით. მჯერა, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობა განვითარდება ყველა შესაძლებელ სფეროში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. შემდეგი შეხვედრა შემოდგომაზე თურქეთში გაიმართება “. მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძემ თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)