09:25 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-02 19:51:33, 2987 ნახვა

მსოფლიო
ევროპარლამენტმა მარინ ლე პენს სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა

ევროპარლამენტმა საფრანგეთის "ნაციონალური ფრონტის“ ლიდერს, მარინ ლე პენს სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა. 

"ნაციონალური ფრონტის" ლიდერისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც პოლიტიკოსმა 2015 წელს Twitter-ზე "ისლამური სახელმწიფოს" მიერ ჩადენილი ძალადობის აქტების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა. მათ შორის იყო, ამერიკელი ჟურნალისტის ჯეიმს ფოულის სიკვდილით დასჯის ამსახველი კადრებიც. ამის გამო ლე პენის წინააღმდეგ საფრანგეთში გამოძიება დაიწყო, თუმცა აქამდე პრეზიდენტობის კანდიდატს, ევროპარლამენტის სადეპუტატო იმუნიტეტი იცავდა. ამასთან,  მას ევროკავშირის ფონდების არამიზნობრივ გამოყენებაშიც ადანაშაულებენ.  

ფრანგული კანონმდებლობით, მსგავსი ფოტოების გასაჯაროება სამწლიან პატიმრობას ან 75 ათასი ევროს ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ევროპარლამენტის იურიდიული საკითხების კომიტეტმა ხმათა უმრავლესობით საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის მარინ ლე პენისთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა. 

ცნობისთვის, მარინ ლე პენი "ნაციონალურ ფრონტს" 2011 წლიდან ხელმძღვანელობს. პოლიტიკოსს ევროპარლამენტში იმუნიტეტი 2013 წელსაც მოუხსნეს. მაშინ პარლამენტარები მას რასობრივი სიძულვილის გაღვივებაში ადანაშაულებდნენ. 

საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში 2017 წლის აპრილ-მაისშია დაგეგმილი. ლე პენის გარდა, არჩევნებში მემარჯვენე პარტიის "რესპუბლიკელების" კანდიდატი ფრანსუა ფიიონი და მოძრაობის "წინ!" ლიდერი ემანუელ მაკრონი მონაწილეობენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics