|
2017-03-01 12:46:35, 1422 ნახვა
საზოგადოება
პროგრამა „დანერგე მომავალის“ ბენეფიციარებს ტრეინინგი ჩაუტარდათ
პროგრამა დანერგე მომავალის ბენეფიციარებს ტრეინინგი ჩაუტარდათ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მონაწილეების გადამზადების მეორე ეტაპი დაიწყო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციარების სავალდებულო ტრეინინგი უწყების სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ტერიტორიაზე ჩაუტარდათ. პროგრამაში მონაწილე 25 ბენეფიციარი სხვადასხვა მიმართულებებით გადამზადდნენ: ხეხილის (თესლოვანი და კურკოვანი კულტურები) ბაღების გაშენება და მოვლა; სხვლა-ფორმირება; ბაღის მორწყვის და მცენარეთა კვების უზრუნველყოფის საკითხები. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ინიციატივით ტრეინინგი ორ დღეს მიმდინარეობდა, 28 თებერვალს დაიწყო და 2 დღე გაგრძელდა. ბენეფიციარებს უფასო კურსი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების კვლევის და სარგავი მასალების წარმოების დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ბობოქაშვილმა ჩაუტარა. გადამზადების მიზანია, ბენეფიციარებმა შეისწავლონ თანამედროვე ინტენსიური და ნახევრადინტენსიური მრავალწლიანი კულტურის ბაღების სწორი მოვლის საშუალებები, რაც ბაღის გაშენების პერიოდში მოსალოდნელ რისკებს შეამცირებს. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარებს რეგულარულად გადაამზადებს. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში სულ 445 განაცხადი დაამტკიცა. პროექტის ფარგლებში ჯამში გაცემულია 14 494 862 ლარის დაფინანსება, 3017.5 ჰექტარ მიწის ფართობზე სხვადასხვა ტიპის მრავალწლოვანი ხეხილის ბაღები გაშენდა/შენდება. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - სწრაფი განვითარებისთვის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
(NS)
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
თბილისში დააკავეს 1 პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დანით დაჭრა და მიიმალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)