09:24 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-28 13:09:07, 2631 ნახვა

მსოფლიო
ამერიკელი სენატორი ინიციატივით გამოდის, ქუჩას, სადაც რუსეთის საელჩო მდებარეობს, ბორის ნემცოვის სახელი დაერქვას

ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელი სენატორის მარკო რუბიოს ინიციატივით, ვაშინგტონში ქუჩას სადაც რუსეთის საელჩო მდებარეობს შესაძლოა ბორის ნემცოვის სახელი დაარქვან, - ამის შესახებ ინფორმაცია სენატორის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. 

მარკო რუბიო ქუჩისთვის "ბორის ნემცოვის პლაზას" დარქმევას მოითხოვს, ინიციატივას კი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ხსოვნას და ყველა იმ რუს მოქალაქეს უძღვნის, ვინც რუსეთში დემოკრატიისა და ნემცოვის მკვლელობის საქმის გახსნისთვის იბრძვის.

„"ბორის ნემცოვის პლაზა" ყოველთვის შეახსენებს პუტინის რეჟიმსა და რუსს ხალხს, რომ რუსი დისიდენტების ხმა ცოცხალია და თავისუფლების დამცველები არ გაჩუმდებიან", - განაცხადა რუბიომ. 

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 27 თებერვალს ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი კრემლის მახლობლად, სეირნობის დროს მოკლეს. პოლიტიკოსის მკვლელობას მრავალი საპროტესტო აქცია მოჰყვა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics