12:41 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-28 12:32:02, 2310 ნახვა

ეკონომიკა
„პაშა ბანკი“ კავკასიაში ყველაზე მასშტაბური HR ღონისძიების HR Reborn-ის პარტნიორია

1-2 მარტს კომპანია HR hub-ის ორგანიზებით, რომელიც 400-მდე კერძო და საჯარო სექტორის HR მენეჯერს აერთიანებს, თბილისის ტექნოპარკში კავკასიაში ყველაზე მასშტაბური ტრენინგი HR Reborn გაიმართება.  ღონისძიების პარტნიორია პაშა ბანკი, ჯეოსელი, იმედი L და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.

ორდღიანი ტრენინგი განკუთვნილია HR მენეჯერებისთვის, მარკეტერებისთვის და ამ სფეროთი დაინტერესებული ნებისმიერი მსურველისთვის. ტრენინგის მთავარი თემაა თანამშრომლების მოზიდვა - შენარჩუნება სოციალური მედიის გამოყენებით და მინიმალური დანახარჯებით. აქ ასევე საუბარი იქნება თანამშრომლების მოტივაციისა და გუნდის შექმნის თანამედროვე მიდგომებზე. ტრენინგს ჩაატარებენ საერთაშორისო სპიკერი, ტრენერი და კონსულტანტი კრის პერკსი და Gamification-ის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელი პიტ ჯენკინსი. აღსანიშნავია, რომ კრის პერკსს ციფრული მარკეტინგის გამოყენების კუთხით უთანამშრომლია ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Google, Nestle, L’Oréal, Pepsi, Carlsberg.

„პაშა ბანკი საქართველოში 2013 წლიდან კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას სთავაზობს მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს. დაარსების დღიდან ბანკი აქტიურად უჭერს მხარს პროფესიულ საგანმანათლებლო პროექტებს და HR Reborn-თან პარტნიორობაც ამ მიმართულების ნაწილია. ვფიქრობთ, აღნიშნული ტრენინგი დადებითად წაადგება დამსწრეებს და აქ მიღებულ ცოდნას აქტიურად გამოიყენებენ ყოველდღიურ საქმიანობაში“, - განაცხადა ანანო ქორქიამ, პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა.

„მსგავსი ტიპის ღონისძიებები, როგორიც HR Reborn-ია მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ტარდება. ეს ინოვაციური პროექტია, რომლის მიმართაც ინტერესი საკმაოდ მაღალია რეგიონში. ტრენინგს დაესწრებიან პროფესიონალები სხვა ქვეყნებიდანაც, რაც ქვეყნის იმიჯზე დადებითად აისახება. მოხარული ვართ, რომ პაშა ბანკმა პროექტის გაცნობისთანავე აქტიურად დაგვიჭირა მხარი.“ -  განაცხადა ანა ნავდარაშვილმა, HR Hub-ის დამფუძნებელმა.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics