00:47 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-23 12:46:42, 2679 ნახვა

სამართალი
სასამართლომ მაია რჩეულიშვილს 250 ათასი ლარის ღირებულების ქონება ჩამოართვა

სასამართლომ „ცენტრპოინტის“  დამფუძნებელს მაია რჩეულიშვილს 250 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონება ჩამოართვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ  დღევანდელ პროცესზე მიიღო. მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა გაიზიარა.

პროკურორის განცხადებით, მაია რჩეულიშვილმა  გირაოს ღონისძიების პირობა დაარღვია და საგამოძიებო უწყებამ სწორედ ამიტომ მოითხოვა მისთვის ქონების ჩამორთმევა. 

საუბარია 250 000 ლარზე, რომელიც ბრალდებულს ერთ-ერთ ეპიზოდზე გირაოს სახით ჰქონდა შეფარდებული.

ახალი ბრალი პროკურატურამ რჩეულიშვილს რამდენიმე დღის წინ წაუყენა.

 გამოძიება მაია რჩეულიშვილს ამჯერად 236 177 ლარის მითვისებას ედავება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics