01:44 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-22 13:59:12, 2128 ნახვა

სამართალი
საგამოძიებო სამსახური: შპს „ჰიგიენას“ ხელმღვანელმა პირებმა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა მიითვისეს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს „ჰიგიენას“ ხელმძღვანელმა პირებმა, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა მიითვისეს.

ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული:

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გურიისა და აჭარის სამმართველომ, 2017 წლის 21 თებერვალს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც გათვალისწინებულია  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182 - ე მუხლის მე - 2 ნაწილის „დ“  და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

გამოძიების ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დგინდება, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს „ჰიგიენას“ ხელმძღვანელმა პირებმა, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს კომპანიის ანგარიშზე არსებული, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა, რაც უნდა მოხმარებოდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში თანამედროვე ნაგავსაყრელის მშენებლობას. საგამოძიებო სამსახური ახორციელებს ყველა გადაუდებელ ოპერატიულ და საგამოძიებო მოქმედებებს, რათა სისხლის სამართლის საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება და მოხდეს დანაშაულის ჩამდენი პირების მხილება“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics