00:46 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-21 23:28:00, 2134 ნახვა

სამართალი
„სამართალდამცველები მამა გიორგის ეუბნებოდნენ, რომ ის აპირებდა პატრიარქის მოწამვლას“

სამართალდამცველები მამა გიორგის ეუბნებოდნენ, რომ ის აპირებდა პატრიარქის მოწამვლას, - ამის შესახებ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა "არჩევანის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი განცხადებით, მამა გიორგი მამალაძე პატრიარქის ჩამოსვლამდე დუმილის უფლებას იყენებდა. მან აღნიშნა, რომ დეკანოზის ადვოკატებმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრა მოახერხეს და საქმის გარკვეულ საკითხებზე ისაუბრეს.

„თვითონ პირადად ძალიან დაინტერესებულია, რომ ეს ყველაფერი იქნეს გარკვეული ბოლომდე სამართლიანად. საუბრის პერიოდში ძალიან ბევრჯერ მოიკითხა მამა გიორგის მდგომარეობა“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მისი თქმით, პატრიარქს მამა გიორგის პოზიცია გააცნეს. მან ასევე აღნიშნა, რომ მამა გიორგი მამალაძეს ბრალდებაში შორენა თეთრუაშვილის სახელი წერია და მოტივაციად ანგარება არის დასახელებული. მისივე თქმით, ოფიციალურ ბრალდებას მამა გიორგი მამალაძე უარყოფს.

„დაკავების შემდეგ, როდესაც გადაჰყავდათ მოდულის შენობაში, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები მას ეუბნებოდნენ, შენ იცი რისთვის ხარ დაჭერილი, რამდენჯერმე გაუმეორეს, რომ ჩვენ ვიცით, რომ შენ აპირებდი პატრიარქის მოწამვლას“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics