08:43 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-21 16:59:15, 2315 ნახვა

კომენტარი
მეუფე ანტონი: თუ გამოძიებას ნამდვილად აქვს რაღაც დამადასტურებელი, მაშინ უნდა გამოაქვეყნოს

საპატრიარქოს წარმომადგენლები ბრიუსელში ორდღიანი ვიზიტით ჩაფრინდნენ. სინოდის წევრებმა ე.წ. ციანიდის საქმეზე განაცხადეს, რომ გამოძიების დასრულებას ელოდებიან. 

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი ფიქრობს, რომ ამ საკითხზე სასულიერო პირები ალბათ ისაუბრებენ, თუმცა, მისი აზრით, ამ განხილვისთვის სინოდის კრება არ შედგება.

„ეს ისეთი საკითხია, თუ გამოძიებას ნამდვილად აქვს რაღაც დამადასტურებელი, მაშინ უნდა გამოაქვეყნოს. თუ არა, მაშინ რატომ ატეხეს ეს ამბავი?“ - განაცხადა  მეუფე ანტომა.

სასულიერო პირების აზრით, ამ საკითხზე ეკლესიამ ჯერ შიგნით უნდა იმსჯელოს.
საპატრიარქოს დელეგაციაში სინოდის 6 წევრი შედის. სასულიერო პირები შეხვედრებს ნატოსა და ევროკავშირის შტაბ ბინებში გამართავენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics