08:42 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-20 12:44:19, 2548 ნახვა

სამართალი კომენტარი
გვიჩიანი: დასრულდა 11 წლიანი პატიმრობა, რომლის საფუძველი იყო ენერგეტიკის სექტორში ჩემი საქმიანობა და სააკაშვილის რეჟიმი

„ახალი გამოძიებით და სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით დასრულდა 11 წლიანი უკანონო პატიმრობა, რომლის საფუძველი იყო ენერგეტიკის სექტორში ჩემი საქმიანობა და სააკაშვილის რეჟიმი“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თელასის ფინანსური დირექტორის მკვლელობაში ბრალდებულმა გია გვიჩიანმა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ განუცხადა.

გვიჩიანი  მზადაა, უახლოეს პერიოდში მის მიმართ არსებულ ყველა კითხვას უპასუხოს.

ამასთან, გვიჩიანი უსაფუძვლოს უწოდებს დაზარალებულის ოჯახის წევრების განცხადებებს, რომ მის წინააღმდეგ  კონკრეტული მტკიცებულებები არსებობდა.

„იყო ორი დაპატიმრება ჩემი, პირველი დაპატიმრება  სამ დღიანი იყო, ხოლო მეორედ სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს. მეორე დაპატიმრება განხორციელდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის არასწორი გამოძიების გადასაფარად,“-ამბობს გია გვიჩიანი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics