23:38 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-19 10:22:26, 2379 ნახვა

სამართალი
შსს-ს მომსახურების სააგენტოს მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო კომისიის ექსპერტები ესტუმრნენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამუშაო ვიზიტით, მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო კომისიის (Cieca) დელეგაცია ეწვია.

შსს-ს ინფორმაციით, Cieca-ს დელეგაციის წევრები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებს - შალვა ხუციშვილს და დავით ვარდიაშვილს შეხვდნენ.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე შალვა ხუციშვილი სტუმრებს შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და ინოვაციურ პროექტებზე ესაუბრა. მხარეებმა პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში გატანის საკითხი განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა შსს-ს მომსახურების სააგენტო დაათვალიერეს და იქ არსებულ სერვისებს ადგილზე გაეცნენ.

 სააგენტოს დირექტორთან, ნიკა გელაშვილთან შეხვედრისას, მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო კომისიის ექსპერტებმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და მართვის მოწმობის გაცემის საკითხებზე იმსჯელეს.

დელეგაციის წევრებმა ქართულ მხარეს მართვის მოწმობის გაცემის პროცედურების შესახებ საერთაშორისო და ევროპული გამოცდილება გაუზიარეს და  მძღოლთა ტესტირების თანამედროვე მეთოდებზე ისაუბრეს.

Cieca-ს ექსპერტები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდნენ. შეხვედრაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების აქტუალური საკითხები განიხილეს. უცხოელმა ექსპერტებმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს. მათ განსაკუთრებული ყურადღება მართვის მოწმობის გაცემის საკითხს დაუთმეს.

Cieca - მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 1956 წელს დაარსდა და ევროკავშირის ქვეყნებში საგზაო მოძრაობის სტანდარტების შემუშავებას, მხარდაჭერასა და მონიტორინგს უზრუნველყოფს.

შსს-ს მომსახურების სააგენტო Cieca-ში 2014 წელს გაწევრიანდა და აღნიშნულ ორგანიზაციასთან დღემდე აქტიურად თანამშრომლობს. სააგენტო სისტემატურად მონაწილეობს მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამართულ სხვადასხვა სემინარსა და კონგრესებში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics