04:16 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-18 21:59:28, 1333 ნახვა

საზოგადოება
მამა გიორგი ზვიადაძე: საპატრიარქოს არ აქვს საფუძველი და მიზეზი რომ არ ენდოს გამოძიებას

საქართველოს საპატრიარქოს არ აქვს საფუძველი და მიზეზი რომ არ ენდოს გამოძიებას, ეჭვი შეიტანოს გამოძიებაში, - ამის შესახებ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა მამა გიორგი ზვიადაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა და გამოეხმაურა პატრიარქის 16 თებერვლის მიმართვის არასრულად გავრცელების საკითხს. 

მისი განცხადებით, არავის აქვს მოლოდინი, რომ მამა გიორგიმ განიზრახა ხელყოფა პატრიარქის ან რომელიმე მაღალი საეკლესიო პირის სიცოცხლის. მისივე თქმით, ის არ ფლობს ინფორმაციას თუ ვინ გაავრცელა მიმართვის არასრული ვერსია, თუმცა ვარაუდობს, რომ ეს გავრცელა მან, ვინც გადაიღო.

"ცხადზე უცხადესია, თუ რა მძიმე ვითარებაში აღმოვჩნდით ყველა როცა გაჩნდა ასეთი ეჭვი დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით. ძალიან მძიმე ბრალდებაა საქართველოს პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფა ან რომელიმე საეკლესიო პირის, ან რომელიმე ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა. ყველას კარგად მოეხსენება, რომ მკვლელობა, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა არის უმძიმესი ცოდვა, მაგრამ ეს ცოდვა კიდევ უფრო მძიმდება როდესაც ვინმეს შეიძლება განზრახვა ჰქონდეს ხელყოს საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის სიცოცხლე. 

როცა პატრიარქი თვლის, რომ ისაუბროს ამ სიტყვებით, რა თქმა უნდა, პატრიარქი არის უგონიერესი ადამიანი, უდიდესი ავტორიტეტის მქონე პიროვნება და ეს მთელმა საზოგადოებამ იცის, არა მარტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში, არამედ მთელ მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში, ამიტომ აუცილებელია იმის გარკვევა, რატომ იყო საჭირო ამ მიმართვის შემცირებული სახით წარმოდგენა. ძალიან რთულია რაიმე ეჭვის გამოთქმა, მე სასულიერო პირი ვარ, ჩვენ ყველანი შეწუხებულები ვართ, ეკლესიისთვის ეს არის უმძიმესი საკითხი და ყველანი განვიცდით ამას. მე პირადად ვიცნობ მამა გიორგის, ყველასთვის მოულოდნელია ეს. არავის არ აქვს მოლოდინი, რომ მამა გიორგიმ განიზრახა ხელყოფა რომელიმე მაღალი საეკლესიო პირის სიცოცხლის. 

საქართველოს საპატრიარქოს არ აქვს საფუძველი და მიზეზი რომ არ ენდოს გამოძიებას, ეჭვი შეიტანოს გამოძიებაში. დარწმუნებული ვარ, საპატრიარქო ყურადღებით დააკვირდება ამ მოვლენებს. უნდა აღვნიშნო, რომ მთავარმა პროკურატურამ მისცა საპატრიარქოს წარმომადგენლებს შესაძლებლობა, რომ მასალებს გაცნობოდნენ. უნდა დაველოდოთ მისი უწმინდესობის ჩამობრძანებას და ალბათ კიდევ რამდენიმე დღე იქნება საჭირო, რომ ეკლესიამ პროკურატურასთან ერთად ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას. როგორიც არ უნდა იყოს სიმართლე, საქართველოს ეკლესია არის ინსტიტუცია, რომელსაც ყველაზე მეტად მართებს, რომ თვალი გაუსწოროს სიმართლეს“, - განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics