|
2017-02-18 17:17:15, 2213 ნახვა
კომენტარი
ფატუ ბენსუდა აგვისტოს ომზე: გამოძიება სრული სისწრაფით მიმდინარეობს
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ფატუ ბენსუდას განცხადებით, საქართველოს საქმეზე გამოძიება სრული სისწრაფით მიმდინარეობს. ამის შესახებ პროკურორმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ბენსუდამ აღნიშნა, გიორგი კვირიკაშვილთან საკმაოდ ვრცელი დისკუსია გაიმართა, სადაც, ბუნებრივია, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიებაზე ისაუბრეს. "ძალიან ვრცელი დისკუსია მქონდა პრემიერ-მინისტრთან, როგორც ყოველთვის საუბარი შეეხო საქართველოს და იმ გამოძიებას, რომელიც, როგორც იცით, უკვე დაწყებულია. ჩვენგან იყო თხოვნა, რომ შესრულდეს ის შეთანხმება, რომელიც გულისხმობს ჩემს ოფისთან თანამშრომლობას და მე მან დამარწმუნა, რომ ეს შეთანხმება გაგრძელდება და საქართველო ითანამშრომლებს გამოძიების პროცესში. გამოძიება სრული სისწრაფით მიმდინარეობს, ჩვენი ჯგუფი აპირებს საქართველოში ჩამოსვლას", - განაცხადა ფატუ ბენსუდამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)