|
2017-02-18 10:43:52, 1071 ნახვა
საზოგადოება
FAO-ს ხელშეწყობით სოფლის მეურნეობის, გარემოსა და სოფლის სტატისტიკის ეფექტიანი სისტემა იქმნება
სოფლის მეურნეობის სამინისტროში სოფლის მეურნეობის, გარემოს და სოფლის სტატისტიკის სტრატეგიული გეგმა განიხილეს. უწყების ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი მერი დაუშვილი, ასევე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმოამადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტებმა დამსწრე საზოგადოებას სოფლის მეურნეობის, გარემოს და სოფლის სტატისტიკის სტრატეგიული გეგმის (SPAERS) მიმდინარეობა გააცნეს და ახალი ტექნიკური დახმარების პროექტის კონცეფცია წარუდგინეს. ახალი პროექტის მიზანია საქართველოში სტატისტიკური სისტემის განვითარება, საიმედო და ხარისხიანი სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება. პროექტი ხელს შეუწყობს SPAERS-ის ეფექტიან განხორციელებას და პროექტში ჩართული სამი უწყების შესაძლებლობების გაძლიერებას. პროექტის ფარგლებში თითოეული უწყებისთვის მომზადდება სამოქმედო გეგმა, რომელიც ოფიციალური სტატისტიკის წარმოების სრულყოფაზე იქნება ორიენტირებული. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის სწორი პოლიტიკის წარმოებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ზუსტი და მაღალი ხარისხის სტატისტიკის არსებობას. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ინფორმაციის ურთიერთგაცვლის კუთხით აქტიურად ითანამშრომლებს პროექტში ჩართულ ყველა უწყებასთან, რაც სტატისტიკური ინფორმაციის ხარისხს მნიშვნელოვნად გაზრდის. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილის, ეკატერინე გრიგალავას განცხადებით, გარემოს დაცვის სამინისტროსათვის მინიშნელოვანია სანდო და ობიექტური გარემოსდაცვითი სტატისტიკური მონაცემების და ინფორმაციის არსებობა, რაც ხელს შეუწყობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სფეროში ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებას. შესაბამისად, მისასალმებელია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ახალ ინიციატივა გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის სტატისტიკის გაუმჯობესების მიმართულებით. შეხვედრაზე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, მერი დაუშვილმა აღნიშნა, რომ ,,საქსტატს“ გაწერილი აქვს შესასრულებელი ამოცანების გეგმა. ამ ეტაპზე, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ის, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა კვლევების რაოდენობა და დაგეგმილია, რომ მომავალი წლიდან კვლევები ელექტრონული საშუალებებით ჩატარდეს. როგორც შეხვედრაზე FAO-ს საქართველოში მამუკა მესხმა აღნიშნა, SPAERS დოკუმენტი FAO-ს გლობალური სტრატეგიის ნაწილია და საქართველო შეირჩა როგორც საპილოტე ქვეყანა SPAERS-ის მომზადება-განხორციელებისთვის. ,,SPAERS-ი FAO-ს ტექნიკური დახმარებით მომზადდა და მისი განხორციელების პროცესის ხელშეწყობა FAO-ს საქმიანობის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. ჩვენ ვცდილობთ ამ პროექტისთვის გარე რესურსების მობილიზებას და ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მხარდაჭერის მოპოვებას“, - განაცხადა FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში მამუკა მესხმა.
(NS)
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)