|
2017-02-17 16:30:58, 2578 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
მეუფე პეტრე მეუფე იაკობს ურჩევს გონს მოეგოს
ჭყონდიდის მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს განცხადებით, იაკობი პატრიოტი ადამიანია, მაგრამ ის იმ ინტრიგის შემადგენელი ნაწილია, რომელიც პატრიარქის წინააღმდეგ აგორდა. „მეუფე იაკობი ყაზბეგში ჩემი მოღვაწეობისას პატრიარქის კურთხევით წლების განმავლობაში სოფელ სნოში გადიოდა მორჩილებას ჩემს ხელში. მე ვამზადებდი მას ბერად. აქედან გამომდინარე, იმედია გონს მოეგება და კარგად დაფიქრდება, რა არის მთავარი ქვეყნის და ეკლესიისთვის. მე ვიღებ პასუხისმგებლობას მეუფე იაკობის ბერად მომზადებაზე, მაგრამ არ ვიღებ პასუხისმგებლობას მის მღვდელთმთავრობაზე“, - განაცხადა მეუფე პეტრემ. როგორც მეუფე პეტრემ აღნიშნა, ის "ოქროს თევზებში" მხოლოდ მეუფე იაკობს არ გულისხმობდა. ჭყონდიდელი მიტროპოლიტისი განმარტებით, როდესაც საპატრიარქოს დელეგაცია ბერლინიდან ჩამოვა, მღვდელმთავრები შეკრიბებიან და ერთად, ცივი გონებით მიიღებენ გადაწყვეტილებას. „მე, ხშირად მეუბნებიან, როცა სიმათლეს ამბობ, ცხენი უნდა გყავდეს შეკაზმული გასაქცევად. არსად გაქცევას არ ვაპირებ, თუ ღმერთი დაუშვებს, ჩემი გვამისთვის ადგილი მარტვილის მონასტრის ეზოში მაქვს გამზადებული.ხოლო ჩემი სული ღმერთის სამართლისთვის მიმინდვია“, - დასძინა მეიფე პეტრემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)