|
2017-02-16 16:16:44, 2073 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
თალაკვაძე: ზოგიერთებმა ეს ამბავი ეკლესიაზე სრულმასშტაბიანი იერიშის მისატანად გამოიყენეს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მას არ უთქვამს, რომ პირი, რომლის მკვლელობის მცდელობაც იგეგმებოდა, პატრიარქი იყო. თალაკვაძის თქმით, დღესაც იგივე პოზიციაზეა, რომ თუ რა ტიპის დანაშაული მზადდებოდა და ვის წინააღმდეგ იყო ეს დანაშაული მიმართული, ამას დაადგენს გამოძიება. "ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას. სამწუხაროა, რომ გამოძიების დასრულებამდე არაერთმა პოლიტიკურმა პირმა ოპოზიციიდან სცადა, რომ თვითონ შეეთავაზებინა საზოგადოებისთვის სხვადასხვა ვერსია. ასევე სამწუხაროა, რომ ზოგიერთებმა ეს ამბავი გამოიყენეს ეკლესიაზე სრულ მასშტაბიანი იერიშის მისატანად და ეკლესიის ავტორიტეტის შესაბღალად. 13 თებერვალსაც ვთქვი და დღესაც იგივე პოზიციაზე ვარ, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას, უნდა ვაცადოთ გამოძიებას, თავისი საქმე გააკეთოს. პრემიერის განცხადებაშიც ნათლად ჩანს იგივე პოზიცია, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში შეუძლებელია, რომელიმე მედიამ წინასწარ დაადგინოს, გამოძიების დასრულებამდე თუ რა მოხდა",-აღნიშნა თალაკვაძემ. კითხვაზე- პროკურატურის მხრიდან საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა ხომ არ იყო, თალაკვაძემ უპასუხა, რომ ასე არ ფიქრობს. „მე ასე არ ვფიქრობ, რაც შეეხება თქვენს შეკითხვას ამაზე დამატებით კომენტარს სავარაუდოდ პროკურატურა გააკეთებს დღეს",-აღნიშნა თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)