|
2017-02-15 15:14:28, 1995 ნახვა
კომენტარი
პატრიარქის დაცვის უფროსის პირველი კომენტარი - ბრალდება თუ დაუმტკიცდა უნდა დაისაჯოს
პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსი სოსო ოხანაშვილი საპატრიაქროს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე პირველ კომენტარს "მოამბესთან" აკეთებს. ოხანაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის შინაარსობრივ ნაწილზე არ საუბრობს, რადგან მისი თქმით, გაუთქმელობის ხელწერილი აქვს დაწერილი. „მე ვიყავი გამოძახებული როგორც მოწმე. ჩავფრინდი თბილისში და მალევე დავბრუნდი უკან ბერლინში. ბოლომდე ვითანამშრომლებ პროკურატურასთან, რადგან გამოძიებული უნდა იყოს ყველაფერი, რაზეც არის ეჭვები “, - განაცხადა პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსმა. ამასთან, ოხანაშვილი ქორესპისკოპოს იაკობის ბრალდებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ამბობს, რომ მეუფეს პატივს სცემდა და სცემს. "მე არ მომისმენია მეუფე იაკობის განცხადა. შემიძლია ვთქვა, რომ პატრიარქის უსაფრთხოება ყოველთვის დაცული იყო, ახლაც დაცულია და სულ ასე იქნება", - აღნიშნა ოხანაშვილმა. რაც შეეხება დეკანოს გიორგი მამალაძეს ოხანაშვილი მას დადებითად ახასიათებს, თუმცა, თუკი მისი ბრალეულობა დამტკიცდა, ის უნდა დაისაჯოს. შეგახსენებთ, რომ სოსო ოხანაშვილი მამა გიორგი მამალაძის საქმეზე გასულ კვირას დაკითხეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)