|
2017-02-15 13:48:48, 1992 ნახვა
კომენტარი
გია ვოლსკი ეკლესიის დაფინიანსების არსებული სქემის შეწყვეტის თაობაზე, „რესპუბლიკელების“ მოსაზრებას არ იზიარებს
მმართველი გუნდის წევრი, გია ვოლსკი, "რესპუბლიკური პარტიის" მოსაზრებას მართმადიდებლური ეკლესიის დაფინიანსების არსებული სქემის შეწყვეტის თაობაზე, არ იზიარებს. ვოლსკის თქმით, ეკლესიის როლის პოლიტიკურ პრიზმაში განხილვა შეცდომაა. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა განმარტა, ეკლესიას მნიშვნელოვანი როლი გააჩნია საზოგადოების განვითარებაში და "ჩვენი ეკლესია არ არის ის, რასაც „რესპუბლიკური პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი ხშირად წარმოადგენს". "ჩემი გამოთქმა და დამოკიდებულება ამ საკითხისადმი არ ნიშნავს ვერდიქტს. ამ აზრს აქვს არსებობის უფლება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არასწორია ასეთი შეხედულება სახელმწიფოს ინტერესების პრიზმიდან გამომდინარე. კატეგორიულად ვიმეორებ, არანაირი პოლიტიკური პრიზმა ამაში არ უნდა არსებობდეს. ეკლესიას გარკვეული როლი გააჩნია, მის განვითარებას თუნდაც საზოგადოებისთვის განვითრებისთვის მნიშვნელოვანი როლი გააჩნია, ჩვენი ეკლესია არ არის ის, რასაც რესპუბლიკური პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი ხშირად წარმოადგენს", - განაცხადა ვოლსკიმ. ცნობისთვის, „რესპუბლიკური პარტია“ ხელისუფლებას მიმართავს, საპატრიარქოს დაფინანსება შეუწყვიტონ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)