22:24 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-15 09:31:34, 2041 ნახვა

სამართალი
ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე ადასტურებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის ერთ-ერთი მოწმეა

საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრი, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე ადასტურებს, რომ  დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის ერთ-ერთი მოწმეა.

როგორც მამალაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, გაუხმაურებლობის შესახებ დოკუმენტზე ხელი აქვს მოწერილი, ამიტომ დეტალებზე არ საუბრობს.

„რას ნიშნავს მე ჩავწერე ვიდეომასალა, ვინ ამტკიცებს ამას, ძალიან მაინტერესებს. რა ვიდეომასალა ჩავწერე. მე ვარ ერთ-ერთი მოწმე ამ საქმეში და გაუთქმელობაზე მაქვს ხელწერილი დაწერილი. მეტს ვერაფერს გეტყვით. დანარჩენს საზოგადოება გაიგებს გამოძიებიდან“, - აცხადებს ირაკლი მამალაძე „მოამბესთან“ სატელეფონო ინტერვიუში.

კითხვაზე - აქვს თუ არა ნათესაური კავშირი დეკანოზ მამალაძესთან, ირაკლი მამალძემ აღნიშნა, რომ მასთან არანაირი ნათესაური კავშირი არ აქვს.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეში არსებული ფარული მასალა ჟურნალისტმა ირაკლი მამალძემ ჩაწერა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics