21:46 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-14 11:07:56, 1004 ნახვა

სამხედრო
შეიარაღებულ ძალებში წვევამდელების მიღება განახლებული წესით დაიწყო

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სავალდებულო სამსახურში წვევამდელების მიღება განახლებული წესით დაიწყო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში ახალწვეულებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე და საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახა გულედანი დახვდნენ.

სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ახალწვეულებს გენერალური შტაბის უფროსი პირადად გაესაუბრა და წვევამდელთა სისტემის ახალი პირობების შესახებ პირადად მიაწოდა ინფორმაცია.

სავალდებულო სამხედრო სამსახურის ახალი სისტემა ძველისგან მნიშვნელოვნად და თვისობრივად განსხვავდება. ახალი წესის მიხედვით, წვევამდელები 3 თვის განმავლობაში სრულფასოვან საწყის საბრძოლო მომზადებას გაივლიან და სრულყოფილ სამხედრო მოსამსახურეებად ჩამოყალიბდებიან. გარდა ამისა, სამთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების გავლის შემდეგ, ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს, გარდა სამხედრო განწესში ყოფნისა, ყოველდღიურად ექნებათ საბრძოლო მომზადების საათები, ისევე როგორც ამას საკონტრაქტო სამსახურში გადიან.

სავალდებულო სამსახურის ჯარისკაცები გაუმჯობესებული სოციალური პაკეტით ისარგებლებენ. გაწვევის ახალი სისტემის მიხედვით, ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს უქმე დღეებით სარგებლობის საშუალებაც ექნებათ.

განახლებული სამხედრო სავალდებულო სამსახური უზრუნველყოფს წვევამდელების სისტემით პროფესიული კომპონენტის მხარდაჭერას და მეტი პერსონალის მომზადებას, როგორც რეზერვისთვის, ისე საკონტრაქტო-სამხედრო სამსახურისთვის. ამასთან, სავალდებულო სამსახური ხელს შეუწყობს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics