21:07 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-13 09:47:25, 2214 ნახვა

სამართალი
მამა გიორგი მამალაძის დაკავების სავარაუდო ვერსიად პატრიარქის შესაძლო მოწამვლის მცდელობა სახელდება

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, დაკავებულ სასულიერო პირს მამა გიორგი მამალაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შუფარდა.

ჯერჯერობით  უცნობია, რა ბრალდებით დააკავეს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი და საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის დირექტორი. თუმცა, სავარაუდო ვერსიად პატრიარქის შესაძლო მოწამვლის მცდელობა სახელდება.

არსებული ინფორმაციით, მისი დაკავების სპეცოპერაცია აეროპორტში პარასკევს, გამთენიისას ჩატარდა. ტელეკომპანიის ცნობით, ის ბერლინში მიეგმზავრებოდა, პატრიარქთან. საგამოძიებო უწყებებში მის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics