|
2017-02-10 13:31:49, 1970 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
გვიმრაძე არასამთავრობოებს: გუშინ ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, რასაც თქვენი მხრიდან შეფასება სჭირდება
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელი გიორგი გვიმრაძე საზოგადოებრივ მაუწყებელში გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. გვიმრაძის თქმით, საზმაუს შენობაში შემოჭრის ფაქტი ძალიან ცუდია. მან ყველას, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს, მოუწოდა, გაიაზრონ პასუხისმგებლობა, რათა ეს პროცესი მათთვის უმართავ პროცესად არ გადაიქცეს: "ძალიან ცუდი მოვლენა მოხდა, მრავალი ახალგაზრდა შემოიჭრა საზოგადოებრივ მაუწყებელში და მოითხოვეს პირდაპირი ეთერი. ძალიან ცუდი ფაქტია და მგონია, ამას შეფასება სჭირდება თქვენი მხრიდანაც", -აღნიშნა გიორგი გვიმრაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და მედია ექსპერტებთან შეხვედრაზე. ცნობისთვის, გუშინ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდამჭერები ტელევიზიის შენობაში შეიჭრნენ. ისინი პრობლემების შესახებ ღია დიალოგს, ასევე 5 წუთიან ეთერს ითხოვდნენ, რომ ჟურნალისტებისთვის სოლიდარობა გამოეცხადებინათ. საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელმა საბჭომ მომხდარ ფაქტს საგანგაშო სიგნალი უწოდა, რომელიც მათივე შეფასებით, ტელევიზიის შემდგომ ნორმალურ ფუნქციონირებას საფრთხეს უქმნის.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)