01:06 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-10 13:14:00, 1786 ნახვა

კომენტარი
სამადაშვილი: ე.წ მოსმენებთან დაკავშირებით კანონი ახალს არაფერს გვთავაზობს - გასაღები სუს-ში რჩება

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ე.წ მოსმენებთან დაკავშირებით კანონი ახალ არაფერს გვთავაზობს და ეს უბრალოდ სახელების გადარქმევაა. 

"რეალურად შემოთავაზებული კანონი ახალს არაფერს გვთავაზობს. ეს არის უბრალოდ სახელების გადარქმევა. შექმნა ილუზიის, რომ თითქოს სააგენტო იქნება დამოუკიდებელი“,-განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, უმრავლესობა არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებს უგულვებელყოფს და რეალურად მოსმენების გასაღები ისევ სუს-ის დაქვემდებარებაში რჩება.

"საკონსტიტუციო სასამართლოს, ისე როგორც არასამთავრობოების რეკომენდაცია იყო შექმნილიყო დამოუკიდებელი სააგენტო, რომელიც დამოუკიდებლად შეძლებდა ამ საკითხის რეგულიებას, რომელიც არ დაექვემდაბერებოდა სახელმწიფო უშიშროების სამსახურს. ეს აუცილებელი კომპონენტია ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში. როდესაც ის იქნება პირდაპირ დაქვემდებარებული უშიშროების სამსახურთან . ჩვენთვის შემოთავაზებული კანონპროექტი არ არის მისაღები ისეთი ფორმით, როგორიც დღეს არის. იმედი გვაქვს, რომ ამ პოზიციას გაითვალისწინებენ სხვა პარტიებიც. ეს აუცილებელი კომპონენტია ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში“,-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics