21:12 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-09 16:51:24, 1559 ნახვა

პოლიტიკა
ანა დოლიძე ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით საკომუნიკაციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით  საკომუნიკაციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

ანა დოლიძესთან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი, კომპანია„მაგთიდან" ირაკლი მჟავანაძე და დათო ძიძიგური, „ჯეოსელიდან" კახი ლორია, ლევან გიორგაძე და თინათინ ნადარეიშვილი, „ბილაინიდან" ირაკლი ესართია, სატელეკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტიდან" კახი ყურაშვილი და გიორგი ნებიერიძე.

ანა დოლიძის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია აწარმოებს კონსულტაციებს ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით სხვადასხვაორგანიზაციებთან, მათ შორის არასამთავრობოებთან, კომერციულ ორგანიზაციებთან, სახელმწიფო სტურქტურებთან, რომ ჩამოაყალიბოს საკუთარი პოზიციამოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით.

„როგორც ჩანს, ინიცირებულ კანონპროექტში ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი ხარვეზია. შემოდის რამოდენიმე ინოვაცია, რომელიც დასაფიქრებელია.

ასევე სამწუხაროა ის, რომ არავინ გაიარა კონსულტაცია კავშირგაბმულობის კომპანიებთან, მანამ სანამ მოხდებოდა კანონპროექტის ინიცირება.

ჩვენ გვსურს სერიოზული და ფართო მსჯელობა ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, თუმცა, თუ პარლამენტში, შემოთავაზებულ, ფორსირებულ რეჟიმში მოხდებაამ კანონპროექტის განხილვა, ეს შეზღუდავს ხარისხიანი მსჯელობის საშუალებას კანონპროექტში შეტანილ ცვლილებებზე",  - განაცხადა ანა დოლიძემ.

6 თებერვალს კი, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი უკვე შეხვდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics