12:24 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-09 16:47:03, 1140 ნახვა

სხვადასხვა
არეტა ფრანკლინი კარიერას ასრულებს

სოულის დედოფალი არეტა ფრანკლინი სექტემბრისთვის ალბომს გამოუშვებს და შემდეგ პენსიაზე გავა, - ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი იუწყება.

„მინდა გითხრათ, რომ წელს პენსიაზე გავდივარ. მანამდე ბოლო ალბომს ჩავწერ, რომელიც სექტემბრიდან გაიყიდება. ალბომის ჩაწერაში სტივი უანდერი მეხმარება. პენსიაზე გასვლის შემდეგ ძირითად დროს ჩემს საყვარელ შვილიშვილებთან გავატარებ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გაჩერებას ვაპირებ“, - აცხადებს 75 წლის მომღერალი.

არეტა ფრანკლინს, რომელიც წელს 75 წლის ხდება, უკვე მრავალი წელია, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ის დიდხანს უარყოფდა ინფორმაციას პანკრეასის სიმსივნის შესახებ, თუმცა მისი ამოჭრის შემდეგ აღიარა, რომ კიბო სჭირდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დემო დღე 25 ივნისს გაიმართება
საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation - ის პარტნიორობის ფარგლებში, სამეფო უბნის თეატრი სპექტაკლ „მოახლეებს“ ნიუ იორკის სცენაზე წარადგენს
ალეკო ელისაშვილმა პაპუაშვილს სასამართლოში უჩივლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics