|
2017-02-09 13:36:01, 1846 ნახვა
კომენტარი
ციხელაშვილი: სახელმწიფო ყველა ბერკეტით ცდილობს, გიორგი ლუკავა გათავისუფლდეს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, გიორგი ლუკავას გათავისუფლების საკითხი საქართველოს ხელისუფლებისთვის ძალიან პრიორიტეტულია და ყველა შესაბამისი მექანიზმი ამოქმედებული აქვთ. მისივე თქმით, ოჯახის მიერ ცემასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება: „ჩვენი ინფორმაციით, არ დასტურდება, რასაც მისი ოჯახი ავრცელებდა ცემასთან დაკავშირებით, ან ის, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდეს. ბოლო პერიოდში ეს საკითხები გარდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმისა, ცხელი ხაზის მეშვეობითაც განიხილება. ორჯერ იქნა გააქტიურებული ცხელი ხაზი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით. სწორედ აქედან გამომდინარე, არ დასტურდება გავრცელებული ინფორმაცია ამ საფრთხეებსა და რისკებზე. რა თქმა უნდა, ჩემთვის გასაგებია ოჯახის ემოცია და სურვილი, რომ რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდეს ლუკავა. სახელმწიფოს ისედაც აქვა ჩართული ყველა მექანიზმი. მისი მეუღლე, რომელიც შიმშილობს გვინდა, რომ გაუფრთხილდეს საკუთარ ჯანმრთელობას, როგორც მრავალშვილიანი დედა და დარწმუნებული იყოს, რომ სახელმწიფო ყველა ბერკეტით ცდილობს გიორგი ლუკავა გათავისუფლდეს უკანონო პატიმრობიდან“,- განმარტა ციხელაშვილმა. შეგახსენებთ, 52 წლის გიორგი ლუკავა დრანდის ციხეში აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე 5 წლის წინ დააკავეს და მას უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. ლუკავას ოჯახის წევრების განცხადებით, მათთვის უცნობია, რა ბედი ეწია აფხაზეთის ომის მონაწილე გიორგი ლუკავას. მათივე განმარტებით, დაკავებული მათ ტელეფონით დაუკავშირდა და მიაწოდა ინფორმაცია, თითქოს გაცვლის შესახებ შეთანხმება მიღწეულია. ოჯახის თქმით, ამის შემდეგ პატიმარი დაიკარგა. ისინი ეჭვობენ, რომ ლუკავა მოკლულია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)