01:04 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-09 13:10:11, 2137 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
დოდო შონავა: საზოგადოებრივ მაუწყებელში მოვითხოვთ კომპეტენტურ მენეჯმენტს და მართლზომიერ მართვას

 „მაუწყებლის რეფორმა მისაღებია, ნურავის ნუ ეგონება რომ ცვლილებების წინააღმდეგი ვართ“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ნდობის ჯგუფის წევრმა დოდო შონავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ნდობის ჯგუფი მუშაობას იწყებს დოკუმენტზე, რომელსაც საზოგადოებასა და სამეურვეო საბჭოს წარუდგენს.

მანვე განმარტა, რომ დოკუმენტში  გაწერილი  იქნება ის პრინციპები, რომელთა მიხედვითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეტაპობრივი მოდერნიზება უნდა მოხდეს.

„ჩვენთვის  მისაღებია რეფორმა საზოგადოებრივი მაუწყებლის. ნურავის ნუ ეგონება, რომ ჩვენ ცვლილებების წინააღმდეგი ვართ. ჩვენ წლებია  ცვლილებებს მოვითხოვთ. ჩვენ მოვითხოვთ კომპეტენტურ მენეჯმენტს და მართლზომიერ მართვას როგორც ადამიანური რესურსების ისე ფინანსებისა. ჩვენ ვიწყებთ ძალიან სერიოზულ დოკუმენტზე მუშაობას , წარვუდგენთ საზოგადოებას და ბორდს. ამ დოკუმენტში იქნება გაწერილი ის პრინციპები, რომლითაც მიგვაჩნია, რომ უნდა მოხდეს ეტაპობრივი მოდერნიზება  საზოგადოებრივი მაუწყებლის“,-აღნიშნა შონავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics