01:06 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-09 12:44:07, 2167 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
აბაშიძე: რუსეთის დამსახურებაა ვიზალიბერალიზაციაო, არ მითქვამს

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, თუ საჭირო გახდება პარლამენტში მივა.

ამასთან, აბაშიძე ამბობს, რომ არ უთქვამს, თითქოს ვიზალიბერალზიაცია რუსეთის დამსახურებაა:

„ჩვენი პარლამენტი ძალიან მიყვარს და თუ ამის საჭიროება იქნება, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ჩემი იქ მისვლა. რაც შეეხება განცხადებებს, რომელიც მოვისმინეთ, რუსეთის დამსახურებაა ვიზალიბერალიზაციაო, არ მითქვამს. ჩვენი ევროპული პროექტის წარმატებით განხორციელების ერთ-ერთი ხელშემყობი ფაქტორი არის ის, რომ შევამცირეთ გარეშე საფრთხეები, მათ შორის რუსეთთან დიალოგის მეშვეობით. ეს რეალობაა",- განაცხადა აბაშიძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ ზურაბ აბაშიძეს პარლამენტში იბარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics