21:12 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-08 21:40:50, 1642 ნახვა

პოლიტიკა
აბაშიშვილი: გაუგებარია, რატომ არ გაითვალისწინა პარლამენტმა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები

გაუგებარია, რატომ არ გაითვალისწინა პარლამენტმა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი იყო, უმრავლესობას მონაწილეობა მიეღო პრეზიდენტის შეთავაზებაში, კონსულტაციებთან დაკავშირებით, რათა საკანონმდებლო ორგანოს უკეთესი კანონმდებლობა მიეღო. 

„როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირები საუბრობენ, რომ თურმე შესაძლებელი იყო გაეზიარებინათ მთელი რიგი წინადადებები, რომელიც პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში იყო წარმოდგენილი, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ როდესაც პრეზიდენტმა პარლამენტის წევრებს, პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა კონსულტაციებში მონაწილეობა, მათ უნდა მიეღოთ მონაწილეობა ამ კონსულტაციებში. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენ მივიღებდით უკეთს კანონმდებლობას. სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ პოლიტიკოსები მუდმივად გადიოდნენ კონსულტაციებს ერთმანეთთან, ათანხმებდნენ პრინციპულ საკითხებს და არ გაურბოდნენ დისკუსიებს”, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. 

ცნობისთვის, პარლამენტმა სასამართლო რეფორმის მესამე ტალღასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე საქართველოს პრეზიდენტის  ვეტო დაძლია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics