21:12 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-08 17:45:47, 1693 ნახვა

პოლიტიკა
რუსული მხარე საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას არ გამორიცხავს

ოფიციალური მოსკოვი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას არ გამორიცხავს, - ამის შესახებ საგანგებო განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რუსეთის საგარეო უწყებამ აბაშიძე-კარასინის შეხვედრა შეაფასა, რომელიც 7 თებერვალს პრაღაში გაიმართა.

„შეხვედრაზე გრიგორი კარასინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსული მხარის პოზიცია სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით და არ გამორიცხა მისი მთლიანად გაუქმებაც. ეს დიდწილად ქართულ მხარეზე იქნება დამოკიდებული, რომელმაც ამ მიმართულებით აქტიურად უნდა იმუშაოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 23 დეკემბერს ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ დიდ პრესკონფერენციაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმება არ გამორიცხა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics