18:40 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-06 17:18:20, 1444 ნახვა

პოლიტიკა
ფედერიკა მოგერინი: დიდი იმედი მაქვს, ვიზალიბერალიზაციის პროცესს რაც შეიძლება სწრაფად დავასრულებთ

ევროპულ საბჭოში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების თაობაზე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი გამოეხმაურა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ვიზალიბერალიზაციის  პროცესი  საბოლოოდ მალე დასრულდება.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავასრულებთ პროცესს არა მარტო საქართველოსთვის, არამედ უკრაინისთვის“,-აღნიშნა ფედერიკა მოგერინიმ.

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას მხარი  ევროპარლამენტში  553 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი - 66 დეპუტატი იყო, ხოლო 28 წევრმა თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისგან.

შემდგომი პროცედურის თანახმად, განახლებულ რეგულაციას  ევროკავშირის საბჭო დაამტკიცებს.

ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ ცვლილებების ფორმალური ხელმოწერის შემდეგ რეგულაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში და საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება  შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად.

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ მოგზაურობა შეეძლებათ  შენგენისა და ევროკავშირის წევრ 30 ქვეყანაში, გარდა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიისა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics