22:19 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-04 10:42:37, 2510 ნახვა

სამართალი
რუსთავში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დროებითი მოთავსების იზოლატორი გაიხსნა

რუსთავში შსს-ს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული დროებითი მოთავსების განახლებული იზოლატორი გაიხსნა.

ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, შსს-ს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი უშანგი პაპუაშვილი და დეპარტამენტის სხვა თანამშრომლები ესწრებოდნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, განახლებული იზოლატორი, რომლის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, სრულად შეესაბამება თანამედროვე, დასავლურ სტანდარტებს. მისი რეკონტრუქციისას გათვალისწინებული იქნა, დროებითი მოთავსების იზოლატორებთან დაკავშირებით, ევროპის წამების პრევენციის კომიტეტის სტანდარტები და საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები.

განახლებული ორსართულიანი შენობა აღჭურვილია ახალი ტექნიკით, ავეჯითა და ინვენტარით. სამედიცინო პუნქტში მუდმივად იმყოფება მედიცინის მუშაკი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, იზოლატორში მოთავსებულ პირებს, კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას გაუწევს.

დროებითი მოთავსების იზოლატორების ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის შესაბამისად, შსს მუდმივად ახორციელებს იზოლატორების რეაბილიტაციას. 2015-2016 წლებში, რუსთავის მსგავსად, სრულიად რეაბილიტირდა ქუთაისისა და ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics