17:29 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-02 18:04:13, 1289 ნახვა

პოლიტიკა
ყოლბაია საქართველოს მოსახლეობას ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხის დადებითად გადაწყვეტას ულოცავს

ვახტანგ ყოლბაია საქართველოს მოსახლეობას ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხის დადებითად გადაწყვეტას ულოცავს.

მისი განცხადებით, მას განსაკუთრებით ახარებს ის, რომ ვიზა-ლიბერალიზაციით აფხაზეთის მოსახლეობაც ისარგებლებს.

"ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხის დადებითად გადაწყვეტას. მეამაყება, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას ევროპარლამენტის უდიდესმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. ეს დიდი გამარჯვებაა, რომელიც დადებითად აისახება ჩვენს ახალგაზრდობაზე, ჩვენს მოსახლეობაზე, ჩვენს ევროპულ მომავალზე. 

განსაკუთრებით მახარებს ის, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის სიკეთით ისარგებლებს აფხაზეთის მოსახლეობაც. კიდევ ერთხელ ვულოცავ უკლებლივ ყველას ამ დიად გამარჯვებას", - აღნიშნა ყოლბაიამ. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics