20:44 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-02 15:20:10, 1807 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი ვიზალიბერალიზაციაზე: მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების სამეგობროში მნიშვნელოვანი ნაბიჯით შევედით

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, საქართველო მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების სამეგობროში მნიშვნელოვანი ნაბიჯით შევიდა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, დღევანდელი პოლიტიკური გადაწყვეტილება დადებით გავლენას ახდენს ქვეყნის ავტორიტეტზე, ბიზნესმენების დაინტერესებასა და არა ერთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხზე.

„მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების სამეგობროში მნიშვნელოვანი ნაბიჯით შევედით. კიდევ უფრო მეტად, ვიდრე მას მერე ასოცირებულ წევრობაზე მოვაწერეთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სავაჭრო ხელშეკრულება და ეს კიდევ ერთი მძლავრი ნაბიჯია,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას მხარი დაუჭირა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics