|
2015-03-31 10:09:41, 514 ნახვა
საზოგადოება
ნაირობიში გარემოსდაცვითი ასამბლეის ბიუროს შეხვედრა იმართება
კენიის რესპუბლიკაში, ქალაქ ნაირობიში გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) გარემოსდაცვითი ასამბლეის (UNEA) ბიუროს შეხვედრა იმართება. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამიინსტროს ინფორმაციით, ღონისძიებას მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ჯგუფის წარმომადგენლის, ვიცე პრეზიდენტის რანგში ესწრება. როგორც უწყებაში აცხადებენ, მაღალი დონის შეხვედრაზე განიხილება გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ამჟამინდელი საქმიანობა, 2018-2021 წლების სტრატეგიისა და 2018-2019 წლების სამუშაო პროგრამისა და ბიუჯეტის მომზადების საკითხები, ასევე, გარემოსდაცვითი ასამბლეის მეორე სესიის (UNEA-2) მაღალი დონის სეგმენტის სავარაუდო თემები, სესიის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები, მათ შორის ბიუროს სტრატეგიული როლი. გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეა წარმოადგენს გლობალური გარემოსდაცვითი პოლიტიკის მართვის ინოვაციურ პლატფორმას საკანონმდებლო, ფინანსური და განვითარების სფეროში, რომელიც 2014 წელს დაარსდა. გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეა მსოფლიო მნიშვნელობის გარემოსდაცვითი ორგანოა, რომელიც წარმოადგენს გარემოსდაცვით გამოწვევებს მშვიდობის, უსაფრთხოების, საფინანსო, სავაჭრო და ჯანდაცვის სფეროებში და ხელს უწყობს გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესებას მსოფლიოში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)