|
2017-01-25 14:12:40, 950 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ნერგების მწარმოებელ ესპანურ კომპანიასთან მემორანდუმი გააფორმა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ ნერგების მწარმოებელ ესპანურ კომპანიასთან „La Encina“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც ესპანეთიდან საქართველოში ხეხილოვანი, სუბტროპიკული და აგროსატყეო კულტურების ახალი ჯიშების შემოტანა მოხდება. სამინისტროს ინფორმაციით, ჯიშები სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზებზე განთავსდება, სადაც მოხდება მათი შესწავლა და შემდგომ ფერმერულ მეურნეობებში გავრცელება. მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია ესპანურ კომპანიასა და საქართველოს სანერგე მეურნეობებს შორის სამეცნიერო-პრაქტიკული თანამშრომლობა, ერთობლივი სანერგეების შექმნა, ფერმერების ხარისხიანი ნერგით უზრუნველყოფა, ასევე, ქართველი სპეციალისტების სტაჟირება ესპანეთის სანერგე კომპანიებში და ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ჩატარება. „მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთი უმსხვილესი ნერგების მწარმოებელი ესპანური კომპანია საქართველოში სანერგე მეურნეობის მოწყობას გეგმავს. მოგეხსენებათ, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით უკვე გაშენდა და შენდება ხეხილის ბაღები. გამოყენებული ნერგების დიდი ნაწილი იმპორტირებულია. სანერგე მეურნეობის პროგრამა, რომლის განხორციელებასც ჩვენი ესპანელი კოლეგები აპირებენ მნიშვნელოვანად შეუწყობს ხელს ადგილობრივი, სტანდარტული ნერგებით ჩვენი ფერმერების ურუნველყოფას“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ. როგორც ესპანური კომპანიის „La Encina” პრეზიდენტმა, ხაურეს ფერერიმ აღნიშნა, ესპანური მხარე დაინტერესებულია ქართული ბაზრით და სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობით. „საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა საშუალებას გვაძლევს ნერგები საქართველოში ვაწარმოოთ და შემდეგ მივაწოდოთ მომხმარებელს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გავიტანოთ ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში და ევროპაში“, - აღნიშნა კომპანია „La Encina” პრეზიდენტმა. საქართვლოში ვიზიტის ფარგლებში, ესპანური კოპანიის წარმომადგენლებმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზები დაათვალიერეს და ქართველ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს.
(NS)
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)