10:02 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-25 11:25:04, 950 ნახვა

საზოგადოება
FES: ახალგაზრდების 30%-ს სჯერა, რომ ევროკავშირის წევრობა ქართულ იდენტობას საფრთხეს შეუქმნის

ფრიდრიხ ებერტის ფონდის კვლევის თანახმად, რომელიც 2016 წლის მაის-ივნისში 14-29 წლის ახალგაზრდებში ჩატარდა, რესპონდენტების 30%-ს სჯერა, რომ ევროკავშირის წევრობა ქართულ იდენტობას საფრთხეს შეუქმნის.

კვლევის მიხედვით, ახალგაზრდების 45% ევროკავშირთან კავშირების გაძლიერებას არ ეთანხმება, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს ქვეყნიდან მოსახლეობის მასიურ გადინებას გამოიწვევს.

ახალგაზრდების 74% მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში შესვლას (სრულიად ვეთანხმები - 43%, ძირითადად ვეთანხმები - 31%). 12%-ს აქვს ნეიტრალური დამოკიდებულება და მხოლოდ 8%-ი არ ეთანხმება აღნიშნულ პროცესს (არ ვეთანხმები - 4%, სრულიად არ ვეთანხმები - 4%).

თბილისში და სხვა ქალაქებში მცხოვრები ახალგაზრდების შეხედულებები განსხვავდება სოფელში მცხოვრებთაგან: თბილისში და სხვა ქალაქებში მცხოვრები ახალგაზრდების 80%-ს სურს ევროკავშირის წევრობა, მაშინ, როცა სოფელში ეს მაჩვენებელი არის 66%.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევა მოიცავდა 14-29 წლის ახალგაზრდებს. კვლევა ჩატარდა 2016 წლის მაისი-ივნისის პერიოდში. ფრიდრიხ ებერტის ფონდმა მსგავსი კვლევები განახორციელა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსა და ცენტრალურ აზიაში. წინამდებარე კვლევა, არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ჩატარებული სერიების ნაწილი, სომხეთში ჩატარებულ კვლევასთან ერთად, რომელიც უკვე დასრულდა. აღნიშნული კვლევები შექმნილია იმისათვის, რათა შესაძლებელი გახდეს გამოკითხვაში მონაწილე ქვეყნების შედეგების შედარება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics