|
2017-01-23 13:32:23, 896 ნახვა
რეგიონი
აჭარა ვილნიუსის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს რეკლამირება ვილნიუსის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „Adventur 2017” გაუწია. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, დეპარტამენტი გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და მთის კურორტების განვითარების კომპანიასთან ერთად მონაწილეობდა. მათივე ცნობით, საქართველოს სტენდი გამოფენაზე საპატიო სტუმრის სტატუსით იყო წარმოდგენილი და გამოფენის გახსნისას ის ქალაქ კლაიპედას მერმა და ეკონომიკის მინისტრმა მოინახულეს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლის მიხეილ კოპლატაძის თქმით, გამოფენაზე აჭარის და ზოგადად, საქართველოს მიმართ ინტერესი დიდია. „ლიტველი ვიზიტორები საზღვაო დასვენების გარდა სამთო, ეკო და გასტრონომიული ტურებით ინტერესდებიან. გამოფენის ფარგლებში ჩვენ არაერთი საქმიანი შეხვედრა გავმართეთ ჩვენს პარტნიორებთან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით და ვფიქრობ, მსგავს გამოფენებში მონაწილეობა რეგიონის რეკლამირებას საერთაშორისო ბაზარზე კიდევ უფრო შეუწყობს ხელს“,- განაცხადა მიხეილ კოპლატაძემ. აჭარის სტენდთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ რეგიონის ტურისტული პოტეციალის შესახებ მომზადებულ სარეკლამო-საინფორმაციო მასალებს გაცნობოდნენ და დეტალური ინფორმაცია მიეღოთ აჭარაში გავრცელებული ტურიზმის სახეობების, პროდუქტებისა და დასვენების შესაძლებლობების შესახებ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონს რეკლამირებას ლიტვის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე 2013 წლიდან უწევს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს „Adventur 2017”-ში მონაწილეობისა და თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელი გადაეცა. მიმდინარე წელს, გამოფენაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 350-მდე ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობდა. წლიდან წლამდე მზარდია ვიზიტორთა რაოდენობაც. წელს, გამოფენაზე წარმოდგენილი კომპანიების ტურისტულ პროდუქტებს 24 787 ადამიანი გაეცნო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წლის ბოლომდე რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების რეკლამირებას 20-მდე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გეგმავს. გარდა უკვე არსებული ტრადიციული სარეკლამო ქვეყნებისა, ახალი ბაზრების აღმოჩენის მიზნით დეპარტამენტი მონაწილეობას მიიღებს გერმანიის, ლონდონის, იაპონიის, სეულისა და დუბაის საერთაშორისო გამოფენებში. (NS)
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)