10:41 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-21 15:59:57, 1318 ნახვა

პოლიტიკა
კილაძე: ჯერჯერობით გადაწყვეტილებები მიღებული არ არის, მათ შორის, არც პარლამენტის გადმოტანაზე

ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიას გადაწყვეტილება ჯერჯერობით არც ერთ საკითხზე არ აქვს მიღებული, მათ შორის არც პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანასთან დაკავშირებით.

როგორც კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე გარკვეულ საკითხებზე მხოლოდ პირველადი კონსენსუსია მიღწეული

"პარლამენტი შესაძლებელია იყოს თბილისში, შესაძლებელია იყოს ქუთაისში, დრო გვჭირდება მოსაფიქრებლად. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება ბოლო პროექტზე, რომელსაც პარლამენტი წარადგენს. ამ ეტაპზე გარკვეულ საკითხებზე მხოლოდ პირველადი კონსენსუსია მიღწეული", - განაცხადა კილაძემ.

ამასთან, საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში შექმნილი სასამართლოსა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე სამუშო ჯგუფის შეხვედრის მიმდინარეობისას ”საქართველოს პატრიოტების” წევრმა ადა მარშანიამ აღნიშნა, რომ პარლამენტის თბილისში გადმოტანასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია.

მარშანიას განმარტებით, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანას არავინ ეწინააღმდეგება და ეს მაშინ მოხდება, როდესაც კონსტიტუციაში ცვლილებები შევა.

”ცხადია, შევთანხმდით იმაზე, რომ პარლამენტი თბილისში იმუშავებს და გადმოვა აქ. ეს მოხდება მაშინ, როცა მივიღებთ კონსტიტუციას. თავად პროექტში, რომელსაც დღეს ვიხილავთ ასეთი ჩანაწერი არის და პარლამენტის თბილისში გადმოტანის წინააღმდეგი არავინ იყო”, - განაცხადა ადა მარშანიამ.

ცნობისთვის, პარლამენტში, საკონსტიტუციო კომისიის პირველი სამუშაო სხდომა დახურულ ფორმატში მიმდინაროებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics