|
2017-01-21 15:55:03, 2571 ნახვა
მსოფლიო
ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, თეთრი სახლის ვებგვერდიდან ლგბტ თემის უფლებების შესახებ ინფორმაცია წაიშალა
ამერიკის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, თეთრი სახლის ვებგვერდიდან - whitehouse.gov ლგბტ თემის უფლებების შესახებ ინფორმაცია წაიშალა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Daily Beast ავრცელებს. მედია საშუალების ცნობით, ვებგვერდზე ასევე წაშლილია სამოქალაქო უფლებებისა და კლიმატის ცვლილებების შესახებ ინფორმაცია. აღნიშნული გვერდის ნაცვლად, გაჩნდა გვერდი "ქვეყნის სამართალდამცველების მხარდამჭერი საზოგადოება". კერძოდ, ახალ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ვაშინგტონში მკვლელობის სტატისტიკა 50%-ით გაზრდილია. ამასთან, გამოცემა აღნიშნულ ინფორმაციას ეწინააღმდეგება. მედიის ცნობით, ვაშინგტონში მკვლელობის სტატისტიკა 2016 უფრო ნაკლებია, ვიდრე 2015-ში. გარდა ამისა, ვებგვერდზე კლიმატის ცვლილებების განყოფილება ამერიკის პირველი ენერგეტიკის გეგმით შეიცვალა, რომელიც კლიმატის ცვლილებების მიმართ ხედვას უგულებელყოფს. "პრეზიდენტი ტრამპი მზად არის აღმოფხვრას მავნე და არასაჭირო საკითხები, როგორiცაა კლიმატის სამოქმედო გეგმა“, - წერია ენერგეტიკის გეგმაში. ცნობისთვის, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას დროს, ქვეყანაში ერთიდაიმავე სქესის ქორწინება დაკანონდა. 2015 წლის ივნისში, უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის მასშტაბით, გეი-კავშირების დაკანონება დაადგინა. წინა წლის მარტში, თეთრ სახლში ტრანსგენდერმა რაფი ფრიდმან-გარსპენმა დაიწო მუშოაბა. ის ლგბტ თემის უფლებების დამცველია. თეთრ სახლში მუშაობის დაწყბის შემდეგ, ის პირველია ვინც ტრანსგენდერობა აღიარა. როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებით, წინამორბედის შეხედულებებს არ იზიარებს. ასე მაგალითად, ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი, ცნობილია როგორც კონსერვატორი და ლგბტ თემის კრიტიკოსი.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)