10:40 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-21 11:56:28, 1322 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.

სხდომას ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფი მართავს.

სხდომას სრული შემადგენლობით, საპარლამენტო უმრავლესობა, უმცირესობა, არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები ესწრებიან.

სხდომაზე რამდენიმე საკითხზე იმსჯელებენ, მათ შორის: ევროატლანტიკური კურსის შესახებ; ადამიანის უფლებების თავში ზოგიერთი სოციალურ-ეკონომიკური უფლების დამატების საკითხი; საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება, განიხილოს საერთო სასამართლოების საბოლოო გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის საკითხი; სახალხო დამცველის არჩევის კვორუმის ცვლილება, რომლის თანახმად, ასარჩევად საჭირო იყოს არა მხოლოდ უმრავლესობის, არამედ უმცირესობის გარკვეული ნაწილის მხარდაჭერა.  

ცნობისთვის, საკონსტიტუციო კომისიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა 23 იანვარს გაიმართება. რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა ის 27 იანვარს გაიმართება. ხოლო საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა 28 იანვარს არის ჩანიშნული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics