06:23 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-19 21:45:35, 1588 ნახვა

საზოგადოება
შსს: კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მიუხედავად პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა კუთვნილებისა

კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მიუხედავად პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა კუთვნილებისა, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხაებაშია აღნიშნული, რომელიც დიაკვან გიორგი ჯახუას სახლის ჩხრეკას ეხება. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ წუთამდე ფაქტთან დაკავშირებით შსს-ს რაიმე ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. განცხადებით უწყება მიმართვს პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან.

"შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ ქუთაისში, უზნაძის ქუჩაზე, 1967 წელს დაბადებული გ.ჯ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ორი ძირი კანაფი ამოიღეს, რომლის საერთო წონა 457,18 გრამია.

ექსპერტიზის დასკვნით, გ.ჯ.- ს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

სამართალდამცველებს აღნიშნული ბინის ჩხრეკისას სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ამოუღიათ.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ წუთამდე ზემოთ მოყვანილ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ს რაიმე ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. მივმართავთ ცალკეული პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ შსს მოქმედებს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული ნორმების ფარგლებში. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მიუხედავად პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა კუთვნილებისა", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics