|
2017-01-19 14:54:49, 2509 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი ხვალ საპრეზიდენტო ფიცს ორ ბიბლიაზე დადებს
ვაშინგტონში, ხვალ, ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება. თავდაპირველად, ახლადარჩეული პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი, ოჯახის წევრებთან ერთად წმინდა იოანეს ეკლესიაში მივლენ, რის შემდეგაც მოქმედი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და პირველი ლედი მიშელ ობამა მათ თეთრ სახლში მიიღებენ. ინაუგურაციის ცერემონია კონცერტით დაიწყება. თბილისის დროით 21:00 საათზე დონალდ ტრამპი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გლოვერ რობერტსის თანდასწრებით ფიცს დადებს. პრეზიდენტის ინაუგურაციის კომიტეტის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ფიცის დადებისთვის 2 ბიბლიას გამოიყენებს. როგორც კომიტეტში აცხადებენ, ერთი ბიბლია აშშ-ის მე-16 პრეზიდენტის, აბრაამ ლინკოლნის პირადი ბიბლიაა, რომელიც ყველა ინაუგურაციის განუყოფელ ნაწილად იქცა. მეორე ბიბლია, კი ტრამპის კუთვნილი ბიბლიაა, რომელიც დედამისმა სკოლის დასრულების შემდეგ, 1955 წელს 12 ივნისს აჩუქა. ამასთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი მე-40 პრეზიდენტის რონალდ რეიგანის ბიბლიაზე დადებს ფიცს. დონალდ ტრამპის ინაუგურაციას აშშ-ის კონგრესის წევრები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები დაესწრებიან. ასევე ცერემონიას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები, ჯიმი კარტერი, ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუში უმცროსი დაესწრებიან. ცნობისთვის, აშშ-ის ეროვნულ ჰიმნს America’s Got Talent-ის ფინალისტი, 16 წლის მომღერალი ჯეკი ივანკო შეასრულებს. კონცერტში ასევე ჩართული იქნებიან: შემდეგ. სამხედრო მარშის ორკესტრი და Radio City Rockettes-ის მოცეკვავეები. შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში 50 დემოკრატი კონგრესმენი ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციას ბოიკოტს უცხადებს. გარდა ამისა, ათასობით მოქალაქემ პირობა დადო, რომ ტრამპის ინაუგურაციის ჩატარებას ხელს შეუშლის. ისინი ცენტრალური ქუჩების გადაკეტვას გეგმავენ.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)