09:33 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-19 12:36:41, 1262 ნახვა

პოლიტიკა
გოცირიძე: მოვითხოვთ, დადგეს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი, შეჩერდეს მოლაპარაკების პროცესი „გაზპრომთან“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „გაზპრომთან“ მოლაპრაკებების შეჩერას ითხოვს.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ განაცხადა. მან ასევე საზოგადოებას ის რეზოლუცია გააცნო, რომელიც ენმ-მ შეიმუშავა.

„ეს არის ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება და ფაქტობრივად, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის წინაშე კაპიტულაცია მოახდინა. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ჩვენ გვაქვს სერიოზული ბერკეტები, სადაც გვაქვს უპირატესობა, როდესაც ასეთ დათმობაზე მიდიხარ, წარმოგვიდგენია რა მოხდება უფრო მძიმე მოლაპარაკების შემთხვევაში. პოლიტიკურად ეს ხელშეკრულება დამაზარალებელია ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის, ხოლო ეკონომიკურად წამგებიანი, ჩვენ წელიწადში ვკარგავთ დაახლოებით 20 მილიონ დოლარს.

მთავრობის წარმომადგენლების განცხადებებითაც ჩანს, რომ იმ ფულით რასაც „გაზპრომი“  საქართველოს ტრანზიტის სანაცვლოდ მისცემს, ვერ ვიყიდით იმის ნახევარ გაზსაც, რასაც ბოლო 15 წლის განმავლობაში ვიტოვებდით.

იმ ხარჯების გათვალისწინებით, რასაც საქართველო ეწევა მილის საექსპლუატაციო მომსახურების სახით, ფაქტობრივად გამოდის, რომ რუსეთისა და სომხეთისთვის ვმუშაობთ. რეალური ეკონომიკური ეფექტი მხოლოდ სიმბოლური იქნება.

გვაქვს ეჭვი, რომ ეს არის პოლიტიკური კაპიტულაციის, ან არაკომპეტენტურობის ან ვიღაცების პირადი დაინტერესების ანუ კორუფციის შედეგი. ამ რეზოლუციით ჩვენ მოვითხოვთ, რომ მთელი მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, შეჩერდეს მოლაპარაკების პროცესი და თუ ხელმოწერილია ხელშეკრულება, საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყოს გაუქმებაზე მუშაობა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics