03:20 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-18 07:24:07, 2807 ნახვა

მსოფლიო
ევროპარლამენტის პრეზიდენტი იტალიელი ანტონიო ტაიანი გახდა

ევროპარლამენტის ახლადარჩეული პრეზიდენტი იტალიელი პოლიტიკოსი, ანტონიო ტაიანი გახდა, - ამის შესახებ BBC ყოფილ თავმჯდომარეზე, მარტინ შულცზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, 63 წლის ტაიანი იტალიის პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის პრესს-მდივნის თანამდებობას იკავებდა. გარდა ამისა, პოლიტიკოსი ყოფილი ევროკომისარია ტრანსპორტის საკითხებში.

ევროპარლამენტის პრეზიდენტის თანამდებობისთვის ანტონიო ტაიანის გარდა მისი თანამემამულე ჯანი პიტელაც იბრძოდა. 

ტაიანიმ არჩევნებზე 351 ხმა დააგროვა, მაშინ როდესაც სოციალისტმა პიტელამ 282.

ევროპარლამენტის ახალი თავმჯდომარე, ბოლო, მე-4 ტურში აირჩიეს.

ცნობისთვის, ევროპარლამენტს აქვს მანდატი, ევროპული კანონმდებობის დაბლოკვისა და ცვლილებების შეტანის. ამასთან, ევროპარლამენტზე, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის საკითხში გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ევროპარლამეტის თავმჯდომარის პოსტს 2012 წლიდან მარტინ შულცი იკავებდა, რომელიც კარიერას გერმანიაში გააგრძელებს. მან შესაძლოა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დაიკავოს და ამ პოსტზე ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი შეცვალოს. თავად შტაინმაიერი კი გერმანიის პრეზიდენტობის კანდიდატად არის წარდგენილი.

შულცი ტაიანის გამარჯვებას უკვე გამოეხმაურა და მას წარმატებები უსურვა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics